1. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტები;
ბ) პრეზიდენტის ბრძანება, გარდა კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა.
2. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნასა და მის დათხოვნას კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევას;
ბ) კანონის ხელმოწერასა და გამოქვეყნებას, აგრეთვე პარლამენტში კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას;
გ) კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წარდგენას, დანიშვნას, გათავისუფლებასა და გადაყენებას, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) სასამართლოსთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას;
ე) პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენებასა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;
ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო ჯილდოებისა და სპეციალური წოდებების მინიჭებას;
თ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას;
ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;
კ) პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას;
ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას;
მ) მსჯავრდებულთა შეწყალება