1. პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება;
გ) სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღება;
დ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენა;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გადაყენება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროა მთავრობის წინასწარი თანხმობ