1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაცია.
2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
3. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.
4. კონტრასიგნაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
6. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გადასცემს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში.
7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, კონტრასიგნაცია განხორციელდება ამ რეგლამენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს პრეზიდენტ