1. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინების საფუძველზე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას;

ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს;

გ) უფლებამოსილია, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება მატერიალური ფორმით, შესაბამის თანდართულ დოკუმენტებთან და მთავრობის განკარგულების პროექტთან ერთად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წინადადებას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო.

4. წინადადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება მთავრობის უახლოეს ან მომდევნო სხდომაზე ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით ან მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის V თავით დადგენილი წესით (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესახებ მთავრობის წარდგინება პრეზიდენტს გადაეცემა მთავრობის მიერ, წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ წარდგინება პრეზიდენტს გადაეცემა მთავრობის მიერ, წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.

კარი V

მთავრობის კომპეტენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით

თავი XIX

საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საკითხების მთავრობასთან შეთანხმე