1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, მთავრობას წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას – წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ.

2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.

3. თუ მთავრობა მოიწონებს, ამ რეგლამენტის 55-ე მუხლით დადგენილი წესით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე, აღნიშნული წინადადება გადაეცემა პრეზიდენტს.

4. წინადადებას, იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობა