1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
3. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშ