1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მათ შორის, პრეზიდენტისათვის წარდგენილი რეკომენდაციები, რომლებიც მოწონებულ იქნა მის მიერ და მათი მხარდაჭერის თხოვნით გადაეცა მთავრობას, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით.
2. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში, რეკომენდაციის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზ