1. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების დადება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საერთაშორისო ხელშეკრულება თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
2. საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობასთან შეთანხმებისა და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად.
3. წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
5. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით), პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება.
6. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი გადაეცემა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მიერ.
7. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების თაობაზე მთავრობის განკარგულების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.
9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებას და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
11. პრეზიდენტს შეუძლია, მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.
12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაშ