1. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც:

ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;

ბ) სამხედრო ხასიათისაა;

გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;

დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;

ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას;

ვ) რატიფიცირებას საჭიროებს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.

2. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად განიხილება მთავრობის სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.

5. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, თუ:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ;

ბ) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;

გ) სამხედრო ხასიათისაა;

დ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას.

6. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, მისი პრეზიდენტისათვის გადაგზავნა, კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.

8. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სიგელი გადაეცემა პრეზიდენტს ხელმოსაწერად. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სიგელს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი (კონტრასიგნაცია) და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ