1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს მატერიალური ფორმით წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.

2. მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე, შესაბამის უცხოურ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ;

ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა;

ვ) შეთანხმების ფურცელი, სადაც აისახება დაინტერესებული უწყებების მიერ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი;

ზ) მთავრობის/პრემიერ-მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი (პროექტები);

თ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც გავლილი აქვს ამ რეგლამენტის 27-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პროცედურა.

3. მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით ან გამოიკვეთა ხარვეზი, რის გამოც იგი ვერ განიხილება მთავრობის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამისილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს საერთაშორისო ხელშეკრულება ხარვეზის გამოსასწორებლად, შესაბამისი შენიშვნებით.

5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით.

6. უპირატესობა ენიჭება და რიგგარეშე განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეეხება ფინანსურ საკითხებს (ინვესტიცია, სესხი), საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.

7. თუ მთავრობა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გამართვის ან/და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით), მთავრობის შესაბამისი განკარგულება არა უგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტრო