1. ამ რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული წინადადების (სამართლებრივი აქტის) შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის XIX თავით დადგენილი წესით.
2. ამ რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ – ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ წინადადების (სამართლებრივი აქტის) მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამის თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
3. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით.
4. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი) წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვას მთავრობის სხდომაზე.
6. პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი), მისი წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
7. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა თანხმობას მისცემს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით) პრეზიდენტის წინადადებას (სამართლებრივ აქტს), მთავრობის განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება პრეზიდენტს.
8. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიიღება მთავრობის შესაბამისი განკარგულება, რაც ასევე ეგზავნება პრეზიდენტს.
9. პრეზიდენტი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაზე მისი წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვის პროცესში. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის წინადადება განიხილება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესი