1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში.
4. კონტრასიგნაციის შემთხვევაში, სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
5. პრეზიდენტის კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხეა მთავრობ