1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
3. შესაბამისი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარსადგენად.
5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
7. პარლამენტიდან 7 დღის ვადაში წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე დასკვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენად.
9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
10. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების წე