1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების გათვალისწინებით ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით.

2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის დასკვნის მომზადებას.

3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ამავე რეგლამენტის შესაბამისად, იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ასევე მთავრობის წარმომადგენელს.

5. პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს გადასცემს მთავრობას.

6. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 1 კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დასკვნას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებთან დაკავშირებით.

თავი XVI

მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინა