1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომისიების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს და უზრუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.
2. დაუშვებელია ამ რეგლამენტის 23-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირებ