1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მისანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა