1. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში პროექტის ატვირთვიდან 24 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“).
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებულად და იგი „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის „სამართლებრივი აქტის მიღების“ რეჟიმიდან ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტები