1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმების მიხედვით.
2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში.
3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმები დგება სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით.
4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.
5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე.
6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაზე.
7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახულ უნდა იქნეს:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება (პრობლემის არსი და ანალიზი);
გ) კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის გადაჭრის გზა);
დ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ;
ე) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ;
ვ) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი.
8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის სასესიო პერიოდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ დასაბუთებულ წინადადებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა, როგორც წესი, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტ