1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ერთ საკითხად ითვლება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი ერთიანი პაკეტ