1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებული პროექტისა და პროექტის წარდგენის თაობაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი წერილის დედანს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებადი ელექტრონული ვერსია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს, ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა), თან უნდა დაერთოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს.
2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
3. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარდგენილი პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი პროექტები განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე.
5. მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წარდგენილი პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას, რისთვისაც პროექტი გადაეცემა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს (შემდგომში – იურიდიული დეპარტამენტი).
6. სამართლებრივი ექსპერტიზა გულისხმობს პროექტის შესაბამისობის დადგენას თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებსა და სამართლის ზოგად პრინციპებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით რომელიმე სხვა დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროექტის გადაგზავნას შესაბამისი უწყებისთვის (უწყებებისთვის).
8. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საჭიროებს შეთანხმებას სხვადასხვა უწყებასთან ან/და თანამდებობის პირთან და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება.
9. მთავრობის ადმინისტრაცია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის თაობაზე;
ბ) პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხილვის შესახებ;
გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
10. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორი უწყება არ ითვალისწინებს იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებს, იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც დაერთვის განსახილველ პროექტს.
11. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის დღის წესრიგის პროექტში შეტანის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ.
12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი მასზე თანდართული მასალებით ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინიციატორი უწყებისათვის უკან დაბრუნებას, თუ წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო ორ მთავრობის სხდომაზე არ მოხდა მისი განხილვა ან ამ პერიოდის განმავლობაში მისი ელექტრონული მთავრობის სხდომის ფორმატში გადატანა.
მთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წე