1. ინიციატორი უწყება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემუშავებულ პროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.

2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაცია