1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს პროექტს.
2. პროექტს თან უნდა ერთოდეს:
ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი;
ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს:
ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში);
ბ.ბ) ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი;
ბ.გ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის, მოიაზრება მხოლოდ იმ დოკუმენტის/მასში ცვლილების პროექტი, რომელსაც იწონებს, რომელსაც დებს საქართველოს მთავრობა, ან რომელიც იდება საქართველოს მთავრობის სახელით) წარმოადგენს უცხოენოვან მასალას, ინიციირებისას, პროექტს თან უნდა ერთოდეს მასალის ქართული თარგმანი, რომლის შესაბამის უცხოენოვან ავთენტურ ტექსტთან იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება.
4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთიანი პაკეტის სახით.
პროექტის მთავრობის წევრებსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების წე