1. მთავრობის სხდომას ესწრებიან:

ა) მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;

ბ) სახელმწიფო მინისტრ(ებ)ი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;

გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;

ე) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ვ) მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

ზ) მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;

თ) მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

ი) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას.

2. პრეზიდენტი უფლებამოსილია დაესწროს მთავრობის სხდომას:

ა) თუ მოითხოვა ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა. აღნიშნული საკითხის განხილვას აგრეთვე ესწრებიან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის შემთხვევაში.

3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში.

4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირები