1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.

2. მთავრობა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამი