1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი).
2. რეგლამენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა.
3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობ