1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე დღეს.

2. მთავრობის დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებებს.

3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, იტვირთება მთავრობის ვებგვერდზ