1. დაწესებულებებთან, აფხაზეთის მინისტრის აპარატებთან კანონპროექტის შეთანხმების ვადის ამოწურვიდან 2 დღეში აფხაზეთის მთავრობის აპარატი დაწესებულებების პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის დასკვნას (შენიშვნების არსებობისას) და უგზავნის უმაღლეს საბჭოს მატერიალური ფორმით.
2. თუ დაწესებულებების, აფხაზეთის მინისტრის აპარატების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან აფხაზეთის მთავრობის აპარატი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, აფხაზეთის მთავრობის აპარატი უზრუნველყოფს დაწესებულებებთან პოზიციების შეჯერებას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად მთავრობის დასკვნის მომზადებას.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მთავრობის აპარატის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება დაწესებულებების, აფხაზეთის მინისტრის აპარატების დასაბუთებული შენიშვნები.
4. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან.
წარმომადგენლობა სასამართლოებში. მოქალაქეების მომართვებისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის წე