1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის შესწავლისა და შესაბამისი წინადადებების მოსამზადებლად იქმნება მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათათბირო ორგანო).

2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან მთავრობის თავმჯდომარე.

3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან მთავრობის თავმჯდომარეს.

თავი VII

დასკვნითი დებულება