1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ სამართლებრივი აქტის პროექტს დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის მიერ ხელმოწერილი წერილით პროექტის წარდგენის თაობაზე მთავრობის აპარატს წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებული ელექტრონული ვერსია MS Word-ის ფაილის სახით). წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი აქტის პროექტის მატერიალურ ფორმას.
2. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
3. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის აპარატში უნდა მოხდეს არა უგვიანეს სამშაბათისა, 15:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 დღისა. აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი პროექტები განიხილება მომავალი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის აპარატში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით, რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) შეთანხმების საჭიროება და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს ამგვარი შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით მთავრობის აპარატი უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება ინიციატორი და დაინტერესებული უწყებების უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.
5. მთავრობის აპარატი საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
6. მთავრობის აპარატის მხრიდან სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას სამართლებრივი დასკვნა თან დაერთვის განსახილველ პროექტს.
7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის აპარატის უფროსი ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე დღის წესრიგში ჩასმის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ.
მთავრობის სხდომის გამართვის, პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღებისა და მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭების წე