1. მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

2. მთავრობის თავმჯდომარე:

ა) უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას.

ბ) ხელმძღვანელობს და განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას;

გ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს;

დ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობებს;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას ან/და განკარგულებას;

ვ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის კანონს ან შენიშვნებით უბრუნებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს;

ზ) უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრი;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს;

ი) ასრულებს  სხვა საკანონმდებლო აქტებით, უმაღლესი საბჭოს დადგენილებითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

4. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილება