1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლის მიზნით შექმნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი (შემდგომში – მთავრობის აპარატი).
2. მთავრობის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მთავრობის თავმჯდომარე.
3. მთავრობის აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს მთავრობის აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე – არა უმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადი