1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც.

2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა სამშაბათი, 11:00 საათი.

3. მთავრობის სხდომას იწვევს, ხელმძღვანელობს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე ან მისი დავალებით ერთ-ერთი მინისტრი.

4. მთავრობის სხდომები იმართება მთავრობის სხდომათა დარბაზში (მის.: ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა №9), თუ სხდომის მომწვევის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

5. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომები შეიძლება  გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმი