1. მთავრობის სხდომებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება მთავრობის სხდომის ოქმში, რომელსაც  ადგენს, აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი,  როგორც წესი ორი დღის ვადაში.

2. მთავრობის სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) ოქმის რიგითი ნომერი, სხდომის გამართვის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) სხდომაზე დამსწრე მთავრობის წევრთა ვინაობა;

გ) სხდომაზე მოწვეულ პირთა ვინაობა და თანამდებობა;

დ) სხდომის დღის წესრიგი;

ე) სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებებისა და გამოსვლების ძირითადი შინაარსი.

ვ) გამომსვლელთა მოთხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსაკუთრებული აზრი.

3. ოქმს ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარ