1. ამ რეგლამენტის მე–11 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, მთავრობის აპარატის უფროსი, მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით, სამართლებრივი აქტის პროექტის შესწავლის შემდეგ, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის მთავრობის გამოკითხვის წესით მიღების თაობაზე.

2. მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში დგება შეთანხმების ფურცელი, რომელზე ხელმოწერითაც მთავრობის წევრები ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება) სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ, თუ მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება სამართლებრივი აქტის პროექტს, მთავრობის აპარატი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტის პროექტის ხელმოსაწერად მომზადებას, რის შემდეგაც მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს მთავრობის მიერ გამოკითხვის წესით მიღებულ სამართლებრივ აქტს.

4. გამოკითხვის წესით მიღებული სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში.

თავი VIმთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნის წე