1. პროგრამაში ყოფილი პატიმარი ჩაერთვება „მომართვის ფორმის“ (დანართი №15) შესაბამისად შედგენილი მომართვის საფუძველზე. „მომართვის ფორმის“ შევსება შესაძლებელია სააგენტოში, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში პროგრამის სოციალური მუშაკების ინდივიდუალური/ჯგუფური საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ან ყოფილი პატიმრის საცხოვრებელ ადგილზეც იმ შემთხვევაში, თუ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ ახერხებს გამოცხადებას. შესაძლებელია „მომართვის ფორმის“ მიღება სხვა ადგილას შევსების გზითაც, თუ გამოყენებულია ელექტრონული საშუალებები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. პროგრამაში ჩართვის მსურველი პირის მომართვაში აისახება პირის საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე, ინფორმაცია ბოლო მსჯავრდების საფუძვლისა და ჩართვის მსურველი პირის ძირითადი საჭიროებების შესახებ. „მომართვის ფორმა“ დათარიღებული და ხელმოწერილი უნდა იყოს სოციალური მუშაკისა და მომართვის ავტორის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომართვა მიღებულია ელექტრონული ფორმით.
3. მომართვას დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსი განსახილველად გადასცემს შემთხვევის მმართველ სოციალურ მუშაკს.
4. დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსის მიერ შემთხვევის მმართველი სოციალური მუშაკისათვის საქმის დაკისრების შედეგად, ყოფილი პატიმარი ითვლება პროგრამის ბენეფიციარად. „მომართვის ფორმას“ უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში):
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) პენიტენციური დაწესებულებიდან/სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გაცემული შესაბამისი ცნობა.
5. თუ „მომართვის ფორმა“ შევსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, ყოფილი პატიმარი პროგრამის ბენეფიციარად ჩაითვლება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისა და მისი საქმის შემთხვევის მმართველი სოციალური მუშაკისთვის დაკისრების შედეგად.
6. „მომართვის ფორმის“ შევსების მომენტისათვის ყოფილი პატიმრის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დოკუმენტაციის გამოთხოვასა და საქმის მასალებისთვის მათ დართვას უზრუნველყოფს შემთხვევის მმართველი მისთვის საქმის დაკისრების შემდეგ, ბენეფიციარის მიერ „პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმის“ (დანართი №25) ხელმოწერის არსებობის შემთხვევაში.
7. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პასპორტი) არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია პირის, როგორც ყოფილი პატიმრის, იდენტიფიცირება.
8. პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს პროგრამის შიდა მომსახურებებით, აგრეთვე, იმ მომსახურებებით, რომელთა მიღებაც არ საჭიროებს მესამე პირისთვის პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია ფორმის შევსება ცალკეული მომსახურების მიღების მიზნით.
9. პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმის ხელმოწერაზე უარის, აგრეთვე, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, თავად წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი.
10. შემთხვევის მმართველი, მისთვის საქმის გადაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ვალდებულია, დაუკავშირდეს ბენეფიციარს და დაგეგმოს პირველი შეხვედრა.
11. თუ ბენეფიციარი უარს აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე ან „მომართვის ფორმაში“ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია არასწორია, შემთხვევის მმართველი შეფასების გარეშე ხურავს შემთხვევას (საქმეს შეწყვეტს) მიზეზის დადასტურებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის