ყოფილი პატიმრის მიერ „მომართვის ფორმის“ შევსების შემდეგ, შემთხვევას შესაძლებელია, მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:
ა) „ახალი“ − სტატუსი ავტომატურად ენიჭება ყოფილი პატიმრის შემთხვევას „მომართვის ფორმის“ შევსებისთანავე;
ბ) „აქტიური“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას მისი სოციალური მუშაკისათვის დაკისრების შემდეგ;
გ) „მიმდინარე“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას შეფასების ეტაპის დასრულების და სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების შემდეგ;
დ) „დახურული“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას „შემთხვევის დახურვის ფორმის“ შევსების შემდეგ;
ე) „შეფასების გარეშე დახურული“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას „შეფასების გარეშე შემთხვევის დახურვის ფორმის“ შევსების შემდეგ;
ვ) „მომლოდინე“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას, როდესაც ბენეფიციარის შეფასება დასრულებულია, ხოლო გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისი მომსახურება დროებით მიუწვდომელი. სტატუსი „მომლოდინე“ ბენეფიციარის შემთხვევას ენიჭება „მიმდინარე“ სტატუსის მინიჭებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ. ყოველ 3 თვეში ერთხელ „მიმდინარე“ შემთხვევის სტატუსის მქონე ბენეფიციართან შემთხვევის მმართველი ახორციელებს სატელეფონო კომუნიკაციას, რაც აისახება შეხვედრის (ჩანაწერის) ფორმაში (დანართი №16