1. „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარი“ (დანართი №2) ივსება მხოლოდ სრულწლოვან ყოფილ პატიმარ ქალებთან.

2. სკრინინგის კითხვარს ავსებს სოციალური მუშაკი რისკისა და საჭიროებების ფორმის (დანართი №1) საფუძველზე შეფასების განხორციელების შემდეგ.

3. სკრინინგის კითხვარის მიზანია, მოხდეს წარსულში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობის ან იძულებისმსხვერპლი ყოფილი პატიმარი ქალების იდენტიფიცირება მათი მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით.

4. ყოფილი პატიმარი ქალისათვის საჭირო სერვისის განსაზღვრა ხდება ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისა