1. მსჯავრდებულის აღრიცხვაზე დაყენებისთანავე იწყება რისკისა და საჭიროებების შეფასება.

2. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის დოკუმენტის (დანართი №1, ნაწილი I) და რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკურ ნაწილს (დანართი №1, ნაწილი II) პრობაციის ოფიცერი ავსებს მსჯავრდებულის აღრიცხვაზე დაყენებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. თუ გამოიკვეთება ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროება, პრობაციის ოფიცერი დამატებით ავსებს დინამიკური ფაქტორების №3 (საცხოვრებელი), №5 (განათლება), №6 (დასაქმება) და №7 (ეკონომიკური მდგომარეობა) ველებს.

3. შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილე სპეციალისტების ჩართვის განმსაზღვრელი პროცედურებია:

ა) პრობაციის ბიუროს იმ სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არ ხორციელდება სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებები, მსჯავრდებულის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის სტატიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი I და ნაწილი II) შეფასებას ახდენს პრობაციის ოფიცერი;

ბ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დაბალი დონის, ხოლო რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორებიდან (დანართი №1, ნაწილი II) დაბალი ან საშუალო დონის გამოკვეთის შემთხვევაში, რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის დინამიკური ფაქტორები (დანართი №1, ნაწილი III) არ ივსება და შემთხვევა სასჯელის მოხდის კოორდინაციის მიზნით რჩება პრობაციის ოფიცერთან;

გ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დაბალი დონის და რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი II) მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გაანაწილებს შესაბამის სოციალურ მუშაკთან;

დ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკის საშუალო დონის და რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი II) დაბალი, საშუალო ან მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გაანაწილებს შესაბამის სოციალურ მუშაკთან.

4. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის 1-დან მე-7 კითხვის ჩათვლით, მაღალი დონის და სტატიკურ ნაწილში დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დაბალი ან საშუალო დონის გამოკვეთის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გაანაწილებს შესაბამის სოციალურ მუშაკთან.

5. სოციალური მუშაკი, საქმის მისთვის დაკისრებიდან 12 სამუშაო დღის ვადაში, აფასებს მსჯავრდებულთან დაკავშირებულ დინამიკურ ფაქტორებს (დანართი №1, ნაწილი III), რომლის განმავლობაშიც იგი ატარებს მსჯავრდებულთან არანაკლებ ორ შეხვედრას, რომელთაგან ერთი, საჭიროების შემთხვევაში და მსჯავრდებულის თანხმობით, შეიძლება გულისხმობდეს ვიზიტს მსჯავრდებულის ოჯახში. განსაკუთრებული საჭიროებისას, თუ მსჯავრდებულის შესაფასებლად დადგენილი ვადა საკმარისი არ არის, დამატებითი ვადის განსაზღვრის მოთხოვნით, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, სოციალური მუშაკი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს, რომელიც დამატებით ვადას განსაზღვრავს არაუმეტეს 6 სამუშაო დღით.

6. სოციალური მუშაკის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს პრობაციის ოფიცერი.

7. შეფასების პროცესში, თუ სოციალური მუშაკის მიერ გამოიკვეთა მსჯავრდებულთან ფსიქოლოგის შეხვედრის საჭიროება, სოციალური მუშაკი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას და ამის შესახებ აცნობებს პრობაციის ოფიცერს.

8. ფსიქოლოგის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს სოციალური მუშაკი.

9. მსჯავრდებულთან ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროება შესაძლოა, გამოიკვეთოს რისკისა და საჭიროებების ფორმაში მაღალი ალბათობის გამოკვეთისას დინამიკური ფაქტორების მე-8, მე-9, მე-10, მე-14 და მე-16 ველებში. ამ შემთხვევაში, სპეციალისტს შეფასებისათვის განესაზღვრება 7 სამუშაო დღე.

10. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის მე-8-დან მე-10 კითხვის ჩათვლით მაღალი დონის და სტატიკურ ნაწილში დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დაბალი, საშუალო ან მაღალი დონის, ან მნიშვნელოვანი ზიანის რისკის 1-დან მე-7 კითხვის ჩათვლით, მაღალი დონის გამოკვეთის და სტატიკურ ნაწილში დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი დაუყოვნებლივ მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში ფსიქოლოგის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გადაამისამართებს შესაბამის ფსიქოლოგთან.

11. ფსიქოლოგი, საქმის მისთვის დაკისრებიდან 12 სამუშაო დღის ვადაში, ხვდება მსჯავრდებულს არანაკლებ 2-ჯერ და ავსებს მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების შეფასების დინამიკური ნაწილის №4, №8−№16 ფაქტორების ველებს. განსაკუთრებული საჭიროებისას, თუ მსჯავრდებულის შესაფასებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა საკმარისი არ არის, დამატებითი ვადის მოთხოვნით, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, ფსიქოლოგი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს, რომელიც დამატებით ვადას განსაზღვრავს არაუმეტეს 6 სამუშაო დღით.

12. ფსიქოლოგის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს პრობაციის ოფიცერი.

13. შეფასების პროცესში, თუ ფსიქოლოგის მიერ გამოიკვეთა მსჯავრდებულთან სოციალური მუშაკის ჩართვის საჭიროება, ფსიქოლოგი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს, რომელიც საქმეს უნაწილებს სოციალურ მუშაკს, და ამის შესახებ აცნობებს პრობაციის ოფიცერს.

14. სოციალური მუშაკის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს ფსიქოლოგი.

15. მსჯავრდებულთან სოციალური მუშაკის ჩართვის საჭიროება შესაძლოა, გამოიკვეთოს რისკებისა და საჭიროების შეფასების ფორმაში დანაშაულის განმეორებით ჩადენის საშუალო ან მაღალი ალბათობის №3, №7, №11, №12 და №13 ფაქტორების გამოკვეთისას. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტს შეფასებისათვის განესაზღვრება 7 სამუშაო დღე. სოციალური მუშაკი, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, ვიზიტს ახორციელებს ოჯახშ