1. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის გადაცემიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში, შემთხვევის ადმინისტრატორი აფასებს მსჯავრდებულს საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის (დანართი №8) მიხედვით და განსაზღვრავს შესაბამის ინტერვენციებში მისი ჩართულობის საჭიროებას.
2. შემთხვევის ადმინისტრატორი, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მსჯავრდებულთან შეთანხმებით განსაზღვრავს საჭიროების შესაბამის მომსახურებას და შეიმუშავებს არაუმეტეს 12-თვიან საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას.
3. ინდივიდუალური გეგმის ვადის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში შემთხვევის ადმინისტრატორი ახორციელებს ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგს, შესაბამისი ფორმის (დანართი №9) მიხედვით;
4. ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგიდან 2 კვირის ვადაში შემთხვევის ადმინისტრატორი ახორციელებს მსჯავრდებულის გადაფასებას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ახალ ინდივიდუალურ გეგმას, საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.
5. საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა თანხმდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან.
6. საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევის ადმინისტრატორს უფლება აქვს, გადააფასოს მსჯავრდებული საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ან ვადაზე ადრე უზრუნველყოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგი.
7. თუ მნიშვნელოვანი ზიანის რისკმა მოიმატა და გახდა საშუალო ან მაღალი, შემთხვევის მართვის საქმე გადამისამართდება სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან