1. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის განსაზღვრა ხდება შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან რვა კვირის განმავლობაში.
2. მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებისთანავე იწყება რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ნაწილისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის შევსება.
3. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის დოკუმენტს (დანართი №1, ნაწილი I) სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) ავსებს მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა.
4. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის ფორმის შევსებისას სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) პენიტენციური დაწესებულების სუიციდის პრევენციის კოორდინატორისგან იღებს ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ.
5. რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკურ ნაწილს (დანართი №1, ნაწილი II) მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში ავსებს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომელი.
6. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ავსებს მსჯავრდებულის ქცევის შეფასების ფორმას.
7. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დაბალი დონის, ხოლო რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორებიდან (დანართი №1, ნაწილი II) დაბალი ან საშუალო დონის გამოკვეთის შემთხვევაში, რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის დინამიკური ფაქტორები (დანართი №1, ნაწილი III) არ ივსება და შემთხვევის მართვის საქმე სასჯელის მოხდის კოორდინაციის მიზნით გადამისამართდება შემთხვევის ადმინისტრატორთან.
8. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დაბალი დონის, ხოლო რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორებიდან (დანართი №1, ნაწილი II) მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) 4 კვირის განმავლობაში აფასებს მსჯავრდებულის დინამიკურ ფაქტორებს (დანართი №1, ნაწილი III) (მე-3 - მე-6 კვირა). დინამიკური ფაქტორების გაანალიზების შემდგომ, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) დანართი №1-ის დასკვნით კომენტარში, ადიქტური ქცევისა და აზროვნებისა და ქცევის კონტროლის თემატური ბლოკების გათვალისწინებით, ასაბუთებს პოზიციას იმის შესახებ, შემთხვევის მართვის საქმე გადამისამართდება შემთხვევის ადმინისტრატორთან, შემთხვევა დარჩება სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან), თუ პროცესში დამატებით ჩაერთვება ფსიქოლოგი.
9. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასების შედეგად საშუალო დონის გამოკვეთის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) დაუყოვნებლივ იწყებს შეფასებას რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის დინამიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი III) მიხედვით. შეფასება მიმდინარეობს ოთხი (მე-2-მე-5 კვირა) კვირის განმავლობაში. შემთხვევა სამართავად რჩება სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან). დინამიკური ფაქტორების გაანალიზების შემდგომ სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) ასაბუთებს ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროების საკითხს.
10. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასების შედეგად მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში:
ა) ფსიქოლოგი არ ელოდება რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სხვა მონაცემებს და დაუყოვნებლივ, ზიანის რისკის მაღალი დონის გამოკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს, იწყებს მსჯავრდებულის შეფასებას. ფსიქოლოგი ერთკვირიანი სამუშაოს ჩატარების შემდეგ ხვდება სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს) და ერთობლივად განიხილავენ შემთხვევის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის მართვის მოკლევადიან სტრატეგიას;
ბ) სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) მსჯავრდებულს აფასებს რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის დინამიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი III) მიხედვით და შემთხვევა რჩება სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან) სტატიკურ ნაწილში დაფიქსირებული რისკის დონის მიუხედავად. შეფასება მიმდინარეობს ოთხი კვირის (მე-2-მე-5 კვირა) განმავლობაში.
11. შეფასების მე-7 კვირას, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის რისკის მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში მე-6 კვირას, იკრიბება გუნდი, რომელიც განიხილავს მსჯავრდებულის შეფასების შედეგებს და, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, ადგენს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის (დანართი №4) სამუშაო ვერსიას.
12. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის სამუშაო ვერსიას მსჯავრდებულს აცნობს გუნდი შეხვედრის ფარგლებში.
13. თუ მსჯავრდებული უარს ამბობს შეფასებაში მონაწილეობაზე, აღნიშნული ინფორმაცია აისახება მსჯავრდებულის შესაბამის დახასიათებაში.
14. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა წარედგინება პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეფასების მე-8 კვირას.
15. სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას ამტკიცებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორ