ამ ბრძანების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი − სრულწლოვანი მსჯავრდებული, პირობითი მსჯავრდებული ან ყოფილი პატიმარი;
ბ) ყოფილი პატიმარი − პირი, რომელიც წარსულში იხდიდა სასჯელს საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პენიტენციურ დაწესებულებაში ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა;
გ) შემთხვევის მართვა − მეთოდი, რომელიც გამოიყენება მრავალმხრივი საჭიროების მქონე ბენეფიციართან, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ინდივიდუალური დაგეგმვა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით და მოიცავს ამ წესის მე-5 მუხლში გაწერილ ეტაპებს. შემთხვევის მართვა ხორციელდება სოციალური ადვოკატობის მექანიზმის გამოყენებით, შესაბამის ორგანიზაციებსა და სპეციალისტებთან თანამშრომლობით;
დ) რისკის მართვა − დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შემცირება;
ე) დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობა − სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის პროგნოზირება;
ვ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკი − მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სხვებისთვის ან/და საკუთარი თავისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის პროგნოზირება;
ზ) რისკისა და საჭიროებების შეფასება − პროცესი, რომლის დახმარებითაც რისკისა და საჭიროებების დოკუმენტში ასახული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ხორციელდება ბენეფიციარის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის განსაზღვრა, კრიმინოგენური ფაქტორების იდენტიფიცირება და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის დადგენა;
თ) კრიმინოგენური ფაქტორები − პირის დანაშაულებრივი ქცევის გამომწვევი ნებისმიერი ფაქტორი (რისკი და საჭიროება), რომლის პოზიტიური ცვლილებაც ამცირებს დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას;
ი) ინდივიდუალური გეგმა − დროის განსაზღვრულ მონაკვეთში გაწერილ მომსახურებათა ერთობლიობა, რომელიც, კრიმინოგენური ფაქტორების გათვალისწინებით, მიმართულია დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შემცირებისკენ. ინდივიდუალური გეგმა მსჯავრდებულების შემთხვევაში გულისხმობს „სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას“, ხოლო ყოფილი პატიმრების შემთხვევაში − „ინდივიდუალური მომსახურების გეგმას“;
კ) შემთხვევის მართვის საქმე − შემთხვევის მართვის პროცესში მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია, რომელშიც ასახულია ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები და მათ შესახებ სხვა სახის ინფორმაცია, ასევე, რესოციალიზაცია და რეაბილიტაციის პროცესში მათ სასარგებლოდ გაწეული სამუშაო;
ლ) შემთხვევის მართვის ციკლი − პერიოდი, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს 8-თვიან პერიოდს, რომლიდანაც 6 კვირა ეთმობა შეფასებას, 2 კვირა − დაგეგმვას, 6 თვე − გეგმის განხორციელებას (ყოფილი პატიმრების შემთხვევაში, შესაძლოა, 12 თვე), ხოლო ერთი კვირა − შედეგების შეფასებას. შემთხვევის მართვის ციკლი უწყვეტად გრძელდება მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე, ხოლო ყოფილი პატიმრის შემთხვევაში − საჭიროების ამოწურვამდე;
მ) შემთხვევის მმართველი − სოციალური მუშაკი ან პრობაციის ოფიცერი (კომპეტენციის ფარგლებში), რომელიც მართავს ბენეფიციარის შემთხვევას;
ნ) შემთხვევის ადმინისტრატორი − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკი, რომელიც კოორდინაციას უწევს მსჯავრდებულის შემთხვევის მართვის საქმეს, ეხმარება ბრალდებულს/მსჯავრდებულს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების (წერილობითი კომუნიკაცია, პაემნების ორგანიზება და სხვ.) განხორციელებაში და ხელს უწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესს;
ო) მულტიდისციპლინური გუნდი − სხვადასხვა სპეციალისტისგან (პრობაციის ოფიცერი (კომპეტენციის ფარგლებში), სოციალური მუშაკი ან/და ფსიქოლოგი) შემდგარი გუნდი (შემდგომ − გუნდი), რომლის წევრთა შემადგენლობა, საჭიროებისამებრ, განისაზღვრება მსჯავრდებულის შეფასების საფუძველზე;
პ) სარეაბილიტაციო პროგრამა − დანაშაულებრივ ქცევაზე ფოკუსირებული, დანაშაულთან დაკავშირებული ან პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიება;
ჟ) პროფესიული ზედამხედველი − შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი, რომელიც ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების, ასევე, მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზების მიზნით, ზედამხედველობას უწევს კოლეგა სპეციალისტებს ადმინისტრაციული და პროფესიული ამოცანების შესრულებისას და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებაში;
რ) ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრი − ბენეფიციარი ყოფილი პატიმრის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, ან მასთან მუდმივად მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირ