1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებულ სრულწლოვან მსჯავრდებულთა, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ (შემდგომ − სააგენტო) სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასებასთან, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადებასთან, განხორციელებასა და მონიტორინგთან (შემთხვევის მართვასთან) დაკავშირებულ პროცედურებსა და სამუშაო პროცესში გამოსაყენებელ ფორმებს.
2. ეს წესი განსაზღვრავს, აგრეთვე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურებ