1. შემთხვევის მართვის პროცესში დაცული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები:
ა) ინდივიდუალური მიდგომა;
ბ) თანასწორობა;
გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
დ) სტიგმატიზაციის დაუშვებლობა;
ე) პატივისა და ღირსების დაცვა;
ვ) კონფიდენციალურობა;
ზ) კომპეტენტურობა;
თ) კეთილსინდისიერება;
ი) კოლეგიალობა;
კ) გუნდის დამოუკიდებლობა;
ლ) ნებაყოფლობითობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბენეფიციარის:
ლ.ა) მაქსიმალური ჩართულობა;
ლ.ბ) ინფორმირებულობა.
2. შემთხვევის მართვა მიმართულია კრიმინოგენური ფაქტორების პოზიტიურ ცვლილებაზე, მსჯავრდებულის ქცევის კორექციასა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებებზე, რომლებიც ხორციელდება მულტიდისციპლინური მუშაობისა და მსჯავრდებულთან/ყოფილ პატიმართან მჭიდრო თანამშრომლობის გზი