მუხლი 11. პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის ჩართულობა
თავი II — პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სრულწლოვან მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვა) და სრულწლოვან ბრალდებუ
1. მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან არაუგვიანეს ოთხი კვირისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ის მოსამსახურე, რომელიც მუშაობს იმ საცხოვრებელ კორპუსში/სექტორში, სადაც განთავსებულია მსჯავრდებული, დაკვირვების საფუძველზე ავსებს „მსჯავრდებულის ქცევაზე დაკვირვების კითხვარს“ (დანართი №3), რომელსაც აწვდის სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს), ან შემთხვევის ადმინისტრატორს, მსჯავრდებულის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის მიხედვით.
2. კითხვარი განმეორებით ივსება და შესაბამის სოციალურ მუშაკს ან შემთხვევის ადმინისტრატორს გადაეცემა ყოველ მომდევნო 3 თვეში ერთხელ.
3. „მსჯავრდებულის ქცევაზე დაკვირვების კითხვარი“ ინახება მსჯავრდებულის შემთხვევის მართვის საქმეშ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №502, 12.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4820202/muxli-11/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია