1. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის საქმე გადაიგზავნება პირად საქმესთან ერთად.
2. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება წყდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან, სასჯელის მოხდა გადაუვადდა ან გარდაიცვალა.
3. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემაჯამებელი ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსჯავრდებული გარდაიცვალა.
4. სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) უზრუნველყოფს როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ან/და გუნდის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროცესის შესახებ ინფორმაციის შენახვას/დაარქივებას როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით.
5. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტიდან ერთი კვირის ვადაში, პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი მსჯავრდებულის პირად საქმეში შეტანის მიზნით, შემთხვევის მართვის საქმეს გადასცემს პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.
6. შეფასების დოკუმენტები ხელმისაწვდომია მხოლოდ გუნდის წევრებისა და პროფესიული ზედამხედველისთვის. სხვა დაინტერესებული პირებისთვის იგი დახურული ინფორმაციაა და, მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ შემთხვევის მართვის საქმიდან − სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა (დანართი №4), ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმა (დანართი №6), საჭიროების შეფასება და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა (დანართი №8), ფსიქოლოგთან შეხვედრის მოთხოვნა (დანართი №10) და ანგარიში მსჯავრდებულისთვის (დანართი №11).
7. სპეციალისტი, რომელიც უძღვება ან ჩართულია შემთხვევის მართვაში, მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების ეტაპზე თანამშრომლობს სხვა უწყებებთან/სტრუქტურებთან.
8. ბენეფიციარის ერთი უწყებიდან მეორეში გადასვლისას ხორციელდება ბოლოს წარმოებული რისკებისა და საჭიროებების ფორმის (არსებობის შემთხვევაში, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტების) გაცვლა.
სააგენტოში სრულწლოვან მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვ