1. პირველადი შეფასების შემდგომ სპეციალისტთა მუშაობა გრძელდება გუნდის პრინციპით, რომლის ფუნქციებია: რისკისა და საჭიროებების შეფასების შედეგების შეჯამება, გეგმის შეთანხმება, სავალდებულო და ნებაყოფლობითი სარეაბილიტაციო პროგრამების განსაზღვრა და მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის აღსრულების ვალდებულებებთან (მაგ., გამოცხადების რეჟიმი, სასჯელის შემსუბუქება, სასჯელის მოხსნა) დაკავშირებული ცვლილებებისთვის შუამდგომლობის რეკომენდაციის მომზადების საკითხის განხილვა.

2. მსჯავრდებულთან მომუშავე პრობაციის ოფიცერი, სოციალური მუშაკი ან/და ფსიქოლოგი ქმნიან გუნდს.

3. გუნდი იქმნება პრობაციის ბიუროს იმ სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხელმისაწვდომია სოციალური მუშაკის ან/და ფსიქოლოგის მომსახურება.

4. გუნდის პირველი შეხვედრა შედგება რისკისა და საჭიროებების შეფასების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. გუნდის მომდევნო გეგმური შეხვედრა იმართება ინდივიდუალური გეგმის (თუ გეგმა არის 5 თვის ან მეტი ხანგრძლივობის) დასრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ 7 სამუშაო დღის ვადაში, საჭიროებისამებრ, ხორციელდება რისკებისა და საჭიროებების გადახედვა). 5 თვეზე ნაკლებვადიანი გეგმის დასრულების შემთხვევაში, გუნდი იკრიბება მხოლოდ სპეციალისტების მიერ საჭიროებების გამოკვეთისას.

6. გუნდის შეხვედრა შესაძლოა, გაიმართოს არაგეგმურად, გამოვლენილი რისკფაქტორების გათვალისწინებით.

7. საჭიროების შემთხვევაში, გუნდის შეხვედრას ესწრება პროფესიული ზედამხედველი. შესაძლებელია, გუნდის შეხვედრას დაესწროს თემატური ექსპერტი ან სხვა სპეციალისტი.

8. გუნდის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრობაციის ოფიცერი, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს გუნდის შეკრებას;

ბ) აკონტროლებს გუნდის შეხვედრის ვადებს;

გ) აგროვებს ინფორმაციას გუნდის ყველა წევრისგან.

9. გუნდის შეხვედრაზე მოწვეული სპეციალისტები განიხილავენ და თანხმდებიან ზიანის რისკისა და საჭიროებების საბოლოო შედეგებზე, რაც აისახება ქულების და, საჭიროების შემთხვევაში, კომენტარის სახით, რისკისა და საჭიროებების დოკუმენტის შესაბამის ნაწილში (დანართი №1, ნაწილი IV). თუ გუნდის წევრები ვერ თანხმდებიან საბოლოო შეფასებაზე, საკითხის შეთანხმების მიზნით ხდება პროფესიული ზედამხედველ(ებ)ის მოწვევ