1. სააგენტოში არსებული თითოეული სარეაბილიტაციო პროგრამა მიეკუთვნება შემდეგ მიმართულებებს:
ა) დანაშაულებრივ ქცევაზე ფოკუსირებული პროგრამები − ინტერვენციები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული დანაშაულებრივი ქცევის ცვლილებას (სავალდებულოა მსჯავრდებულისთვის);
ბ) დანაშაულებრივ ქცევასთან დაკავშირებული პროგრამები − ინტერვენციები, რომლებიც არაპირდაპირ უკავშირდება დანაშაულებრივი ქცევის ცვლილებას, მაგრამ ზემოქმედებს მასზე (შეიძლება იყოს სავალდებულო და ნებაყოფლობითი);
გ) პიროვნული და სოციალური უნარების განვითარების პროგრამები − კლინიკურ საჭიროებებთან გამკლავების და სოციალური უნარების განვითარების ინტერვენციები (შეიძლება იყოს სავალდებულო და ნებაყოფლობითი).
2. სარეაბილიტაციო პროგრამების მიმწოდებელია სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი.
3. სარეაბილიტაციო პროგრამებში პირის მონაწილეობის მონიტორინგს უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ მიწოდებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტ(ებ)ი. პროცესში გამოკვეთილი სირთულეების არსებობის შემთხვევაში, სპეციალისტი აწვდის ინფორმაციას შემთხვევის მმართველს, რომელიც რეაგირებს „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. სპეციალისტ(ებ)ის მიერ მომსახურების ჩანაწერი (დანართი №14) დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმაში გაწერილი ყოველი სარეაბილიტაციო პროგრამის მიწოდების შემდგო