1. პირობით მსჯავრდებულის სხვა პრობაციის ბიუროში გადაყვანის შემთხვევაში, შესაბამის პრობაციის ბიუროში გადაიგზავნება პირადი საქმე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ამსახველ დოკუმენტაციასთან ერთად.
2. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება ჩერდება ან წყდება იმ შემთხვევაში, თუ პირობით მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან, ნებართვის საფუძველზე იმყოფება საზღვარგარეთ, სასჯელის მოხდა გადაუვადდა ან გარდაიცვალა.
3. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემაჯამებელი ანგარიში.
4. ინდივიდუალური გეგმის შეჩერების შემთხვევაში შემთხვევის მმართველი აკეთებს ჩანაწერს და გეგმა შეჩერდება გონივრული ვადით, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე.
5. შემთხვევის მმართველი უზრუნველყოფს როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ან/და გუნდის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროცესის შესახებ ინფორმაციის შენახვას/დაარქივებას როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით.
6. დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ გუნდის წევრებისა და პროფესიული ზედამხედველისთვის.
7. სპეციალისტი, რომელიც უძღვება ან ჩართულია შემთხვევის მართვაში, გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში, თანამშრომლობს სხვა უწყებებთან.
8. პირობით მსჯავრდებულის ერთი უწყებიდან მეორეში გადასვლისას ხდება ბოლოს წარმოებული რისკისა და საჭიროებების ფორმისა და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სხვა საჭირო დოკუმენტების გაცვლა.
სააგენტოში სრულწლოვან ყოფილ პატიმართა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვ