1. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები.
2. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა გულისხმობს დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენცია პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და პროსოციალური ღირებულებების აღდგენის/ჩამოყალიბების გზით.
3. პროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან:
ა) საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები (მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ასეთი პირის სტატუსი), რომლებსაც აქვთ საქართველოში ლეგალურად ყოფნის სამართლებრივი საფუძველი;
ბ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;
გ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი.
4. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში მომსახურება შესაძლებელია, გაეწიოთ ბენეფიციართა ოჯახის წევრებს, თუ მოსალოდნელია, რომ ეს დადებითად აისახება თავად ბენეფიციარის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესზე.
5. ყოფილი პატიმრის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია, ყოფილი პატიმარი პროგრამაში ჩაერთოს იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგომ გასულია 5წელზე მეტი.
6. ცალკეული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას შესაძლებელია, მომსახურების მოსარგებლედ ჩაითვალოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მხოლოდ გარკვეული წრე, რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების სამიზნე ჯგუფის კრიტერიუმებ