1. ბენეფიციარის შეფასების მიზნით გამოიყენება „რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმა“ (დანართი №1).

2. შეფასების პროცესი იწყება ბენეფიციართან შეხვედრით, რომლის დროსაც, შემთხვევის მმართველი უხსნის ბენეფიციარს პროგრამის მიზნებს, აწვდის ინფორმაციას მომსახურებების, ბენეფიციარის უფლება-მოვალეობების, კონფიდენციალობის დაცვის წესების შესახებ. ამავე შეხვედრაზე, შემთხვევის მმართველი აცნობს ბენეფიციარს პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმას, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, ხელს აწერს ბენეფიციარი.

3. შემთხვევის მმართველი ახორციელებს ბენეფიციარის დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასებას. ბენეფიციარის რისკის დონის შეფასება ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლში აღწერილი პროცედურებისა და დანართი №1-ის შესაბამისად. შეფასების პროცესი მოიცავს არანაკლებ 2 შეხვედრას ბენეფიციართან, მათ შორის, არანაკლებ 1 ვიზიტს საცხოვრებელ ადგილზე მისი სოციალური გარემოს გაცნობის მიზნით.

4. შემთხვევის შეფასების პროცესი გრძელდება არაუმეტეს 32 სამუშაო დღისა. თუ შეფასების დასრულება ვერ ხერხდება დადგენილ ვადებში, შეფასების ფორმაში შემთხვევის მმართველი მიუთითებს მუშაობის პერიოდს და შენიშვნის სახით განმარტავს შესაბამის მიზეზებ